საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ევროკავშირის COST პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტ PROBONO-ს მიუერთდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი მიუერთდა ევროკავშირის COST Action პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო პროექტს - „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი: ენერგიის მიღებიდან სამედიცინო გამოყენებამდე“ (The COST Action CA21128 — PROBONO - PROton BOron Nuclear fusion: from energაy production to medical applicatiOns). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტ PROBONO-ში სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის ხელმძღვანელობითა და პროფესორების, მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილის, ზურაბ გასიტაშვილის, ლევან ჩხარტიშვილის, თამარ ბერბერაშვილის, დეპარტამენტის სხვა მეცნიერ-თანამშრომელთა და ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობით ჩაერთო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის, დავით გურგენიძის განცხადებით, პროექტ PROBONO-ში სტუ-ის მეცნიერთა ჩართვა და ევროპის 20 ქვეყნის მკვლევრებთან COST Action პროგრამის ფარგლებში კოლაბორაცია, სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.

„PROBONO, რომელიც ევროკავშირის COST Action პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, პირველი საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ლაზერული მეთოდით ბირთვული სინთეზის განხორციელებას, ბორისა და ბორის ნაერთების შესწავლას და ამ მიმართულებით მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. პროექტი ოთხწლიანია და მასში საქართველოს გარდა, ევროპის 20 ქვეყნის მკვლევრები მონაწილეობენ. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხრივ, PROBONO-ში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მეცნიერის, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ხელმძღვანელობით, წვდომა ჰქონდეთ უახლეს სამეცნიერო-ექსპერიმენტულ ინფრასტრუქტურაზე, გაიზიარონ ევროპის წამყვან მკვლევართა თეორიები, უშუალოდ მათთან ერთად ჩაერთონ PROBONO-ს კვლევებში და გახდნენ კარგად ორგანიზებული სამეცნიერო კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრები. PROBONO-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა კოლაბორაციას ზურგს უმყარებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, გასული წლის მარტიდან, საქართველო ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - COST ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია. ეს მოცემულობა ჩვენს მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და ამავდროულად, თავიანთი სამეცნიერო პროექტების საერთაშორისო წარმატებაც უზრუნველყონ. ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო პროექტში უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო თვალსაზრისით, რადგან PROBONO-ს ექსპერიმენტები გზას უხსნის ფიზიკაში ინოვაციურ და ალტერნატიულ კვლევებს, მათი შედეგების სრულიად ახლებურ გააზრებასა და განსხვავებული სამეცნიერო მიდგომებისა და სქემების ჩამოყალიბებას. პროფესორ პაატა კერვალიშვილის თქმით, პროექტ PROBONO-ში მონაწილეობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ევროპის ცნობილ მკვლევრებთან ერთად, კაცობრიობისთვის პრობლემური და აქამდე პასუხგაუცემელი საკვანძო კითხვების განხილვა-გახსნაზე იმუშავებენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა