ცესკოში ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ელექტრონული არჩევნებისას ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ამომრჩეველთა უსაფრთხოება კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვას უკავშირდება, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ინტერვენციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავება, იმისათვის რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მონაცემების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის ჩატარებისას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემთა დამუშავება, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, იმისათვის რომ არჩევნების დროისთვის სამსახურმა შეიმუშაოს სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების ინფორმირების მიზნით, ცესკო მათთან შეხვედრას გამართავს და საარჩევნო ტექნოლოგიებს და პროცედურებს დეტალურად გააცნობს.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა