ვასო ურუშაძე - თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა კრახისთვისაა განწირული - დაკიდებული ხიდი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს სამტრედიის ქუჩასთან დააკავშირებდა, კახა კალაძემ „დაიკიდა“

პრობლემა კომპლექსურია და სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახა კალაძემ აირჩია, კრახისათვის განწირულია - როდესაც დაპირებები და გეგმები გაქვს, რომლებიც უნდა განახორციელო; როდესაც ამ ყველაფერს უბრალოდ, არ აკეთებ და შენს ამომრჩეველს, თბილისელებს, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებ, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური თაღლითობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, დედაქალაქში არსებულ საცობებზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ის პრიორიტეტები, რომლებიც კახა კალაძეს აქვს, „არშემდგარია“. „პრობლემა კომპლექსურია და პოლიტიკა, რომელიც კახა კალაძემ აირჩია, კრახისათვის განწირულია. რეალურად, მისი სატრანსპორტო პოლიტიკა ჩავარდა. ეს, ერთი მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო ზოლების მოწყობაზე იყო ორიენტირებული, თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის დაპირება, რომელიც კახა კალაძემ გასცა და თქვა, რომ თბილისში 10 სატრანსპორტო დერეფანი იქნებოდა, ანუ 10 გამჭოლი დერეფანი, სადაც A წერილიდან B წერტილამდე 18-მეტრიანი ავტობუსები შეფერხების გარეშე იმოძრავებდნენ, შეუსრულებელი დარჩა მაშინ, როდესაც 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო. 10 სატრანსპორტო დერეფნიდან არც ერთი არ არის დამთავრებული და არც ერთი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დღეს ქალაქში არ გადაადგილდება. თავისივე პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი აზრით არასწორი იყო, არშემდგარია. ამას ის განუხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ემატება, რომლებიც ქალაქში საგზაო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავდა. ორი აქტივობა გვქონდა: გუშინ, ეს კონკრეტულად „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ორდონიანი მოძრაობა უნდა მოწყობილიყო, ანუ ორდონიანი საავტომობილო ესტაკადა. ასევე, დაკიდებული ხიდი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს მარცხენა სანაპიროსთან, სამტრედიის ქუჩასთან დააკავშირებდა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს დაკიდებული ხიდი კახა კალაძემ „დაიკიდა“. ეს პროექტი სამჯერ გადავარდა და დღესაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად, მთავარი პრიორიტეტი მსგავსი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარება იყოს, რომელიც განივი კავშირებით ორ სანაპიროს ერთმანეთთან დააკავშირებს. ისეთ პრობლემატურ სატრანსპორტო კვანძებს, როგორიც „ვეფხი და მოყმის“ სატრანსპორტო კვანძია, განტვირთავდა. მეორე აქტივობა, რომელიც დღეს გვქონდა, არის გმირთა მოედანი და ლაგუნა ვერეს ტერიტორიაა. 2018 წელს კახა კალაძემ დაპირება გასცა და ჩვენ გვახსოვს, ის ვიდეორგოლები, რომლებიც წარმოდგენილი იყო, როგორი იქნებოდა ლაგუნა ვერეს ტერიტორია. აქედან გამომდინარეობს ის ლეგიტიმური პროცესი, რომ ეს პოლიტიკური თაღლითობაა. როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს და შემდეგ, როდესაც მერი ხდები, კონკრეტული პროგრამა, დაპირებები და გეგმები გაქვს, რომლებიც უნდა განახორციელო; როდესაც ამ ყველაფერს უბრალოდ, არ აკეთებ და შენს ამომრჩეველს, თბილისელებს, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებ. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური თაღლითობა ანუ, შენ მოტყუებით მოდიხარ ხელისუფლებაში, მოტყუებით ითხოვ მოქალაქეების ხმებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და ალალად საკუთარ მანდატს და ძალაუფლებას განდობენ, ამ დროს, შენ ამ ყველაფერს ბოროტად იყენებ. არაფერი გაკეთებულა გმირთა მოედანზე, არაფერი გაკეთებულა ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე. არც გზა გაფართოებულა, მეტიც ბენზინგასამართი სადგური დაამატეს მარცხენა მხარეს, რომელმაც დამატებითი საცობების პროვოცირება გამოიწვია“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, მერიისთვის პრიორიტეტი არა თბილისელების ინტერესები, არამედ, კომერციული და კორუფციული ინტერესებია.

„პატრულის თანამშრომლები, საგზაო მოძრობას ხელით არეგულირებენ ხოლმე. რეალურად, ჩვენ ქვის ხანაში ვართ. რა დონეზეც არის დღეს მსოფლიო განვითარებული, რა დონეზეც განვითარებულია ქალაქები, რასაც უშუალოდ, საავტომობილო ნაკადების მენეჯმენტი და მართვა ჰქვია, ჩვენ დღეს, კახა კალაძის პირობებში, ქვის ხანაში ვართ. ეს ყველაფერი მისი კორუფციული ინტერესებიდან არის გამოწვეული. პრიორიტეტი თბილისელების ინტერესი არ არის, პრიორიტეტი არ არის ქალაქის განვითარება. პრიორიტეტი კომერციული და კორუფციული ინტერესებია“,- აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა