აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი მონაწილეობს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელში, რომელიც 26 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი მონაწილეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამიისტროს ინფორმაციით, პანელს სახელწოდებით Meaningful Connectivity Enabler for Global Growth მოდერატორობას გაუწევს ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.

ჩარლზ ჯეი კორმიერს მსოფლიო ბანკში მუშაობის 22 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი, კორმიერი მართავს 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პორტფელს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ციფრული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და დეკარბონიზაციის მხარდამჭერი პროექტების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრები როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან.

ფორუმს 26 ოქტომბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ოფიციალურად გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება პანელური დისკუსიები სახელწოდებით „ვაჭრობა მომავლისთვის“ (Trade4Future) და „შუა დერეფანი“ (The Middle Corridor in the Spotlight.)

რაც შეეხება სხვა მაღალი დონის პანელებსა და სესიებს, ისინი ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „ბილტმორსა“ და „რედისონში“ ჩატარდება. აბრეშუმის გზის ფორუმზე დასწრება მხოლოდ წინასწარ რეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა