ბარაკ ობამა - ღაზაში ისრაელის ზოგიერთმა ქმედებამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს

ისრაელის ზოგიერთმა ქმედებამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, როგორიცაა საკვებისა და წყლის შეწყვეტა ღაზასთვის, შეიძლება კიდევ უფრო სასტიკი გახადოს პალესტინელების დამოკიდებულება და შეასუსტოს ისრაელის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის ნებისმიერმა სამხედრო სტრატეგიამ, რომელიც უგულებელყოფს ომის ადამიანურ დანაკარგებს, საბოლოოდ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება, შეუწყვიტონ საკვები, წყალი და ელექტროენერგია დატყვევებულ მშვიდობიან მოსახლეობას (ღაზაში) ქმნის არა მხოლოდ მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების რისკს, არამედ შესაძლოა, კიდევ უფრო გაასასტიკოს პალესტინელთა დამოკიდებულება თაობების განმავლობაში, ძირი გამოუთხაროს ისრაელის მიმართ გლობალურ მხარდაჭერას, იმუშაოს ისრაელის მტრების სასარგებლოდ და ძირი გამოუთხაროს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად გრძელვადიან ძალისხმევას“, - აღნიშნა ობამამ.

ამასთან, მან დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ასეთ ომებში აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის