თეონა ჭალიძე - პროკურატურისგან მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება „ლიბერთი ბანკის“ დეკლარირებულ სავარაუდო თაღლითობის სქემაზე, რომლის მსხვერპლი ათასობით პენსიონერი გახდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურას მიმართა და გამოძიებასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნა ჩააბარა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, სახეზეა „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან სავარაუდო თაღლითური სქემა, რომლის გამოც არაერთი პენსიონერი თუ შშმ პირი დაზიანდა.

მისივე თქმით, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებს სესხის პირობები უნებართვოდ შეუცვალა, რაც აუცილებლად პროკურატურის მხრიდან გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

„მოვითხოვ პროკურატურისგან დაიწყოს გამოძიება „ლიბერთი ბანკის“ დეკლარირებულ სავარაუდო თაღლითობის სქემაზე, რომლის მსხვერპლი გახდა ათასობით პენსიონერი, შშმ პირი, მარჩენალდაკარგული და სხვა.

საქმე ეხება პენსიონერთა ნებართვის გარეშე, სმს-ების საფუძველზე ახალი პირობებით სესხის დამტკიცებას, წინასწარ განზრახვით იქნა შემუშავებული და დაგზავნილი შეტყობინებები, შესაბამისად პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რა რაოდენობის პენსიონერთან მოხდა მსგავსი რაოდენობის განხორციელება და მანიპულაციის ჩატარება და ასევე, რა რაოდენობის ქონებაზეა საუბარი.

მოტყუება, პენსიონერების ქონების შემცირება და ბანკის ქონების გაზრდა სახეზეა, თაღლითობისთვის დამახასიათებელი ორივე კომპონენტი გვაქვს და შესაბამისად გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ უნდა დაადგინოს რამდენი ათასი პენსიონერი მოატყუეს ამ სქემით, რა ოდენობის ქონებაზეა საუბარი ჯამში. ზოგიერთმა პენსიონერმა ახლაც არ იცის, რომ მოატყუეს და 2026 წლამდე გადაუვადეს ბევრად ადრე დასაფარი სესხი“, - განაცხადა ჭალიძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის