ირაკლი ქადაგიშვილი - ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში, რა შეუშლიდა რუსეთს ხელს, ოჩამჩირეში სამხედრო გემი განეთავსებინა?! - აშშ-ი შეუშლიდა?! ახლა უშლის ხელს უკრაინაში ამხელა ომი რომ აქვს გაჩაღებული?!

ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში, რა შეუშლიდა რუსეთს ხელს, რომ ოჩამჩირეში სამხედრო გემი განეთავსებინა?! - აშშ-ი შეუშლიდა?! ახლა უშლის აშშ-ი ხელს უკრაინაში ამხელა ომი რომ აქვს გაჩაღებული?! - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში რამდენად იქნებოდა თავიდან აცილებული ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო პორტის განთავსების საფრთხე.

როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, “ერთმანეთთან აბსურდულ დაკავშირებებს აქვს ადგილი“.

მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობით ოჩამჩირის პორტი რუსეთის ფლოტილიას ვერ მიიღებს.

“მისი ინფრასტრუქტურა და მოცულობა იმდენად მცირეა, რომ სევასტოპოლის საზღვაო ფლოტს იქ ფიზიკურად ვერანაირად ვერ დაატევს. აქვს მცირე აკვატორია, სადაც შეიძლება საზღვაო სანაპირო დაცვის კატარღა განთავსდეს.

რუსეთის აგრესია და ოკუპაცია არის უკვე მომხდარი და მიმდინარე ფაქტი, მიმდინარე პროცესი. თუ დამატებითი ქმედება განხორციელდება, ეს მიმდინარე აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის გაგრძელება იქნება.

როგორც მთავრობამ, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადებები უკვე გააკეთა. დანარჩენი თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველომ იქ რაიმე სამხედრო ხასიათის ჩარევა უნდა გააკეთოს, ასეთი პროვოკაციული განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება