ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მა თეირანს რეგიონში ესკალაციასთან დაკავშირებით ორი შეტყობინება გამოუგზავნა - აშშ ჩართულია ღაზაში კონფლიქტის გაფართოებასა და ესკალაციაში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანს რეგიონში ესკალაციის შესახებ ორი შეტყობინება გაუგზავნა.

„პირველ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ომის გაფართოებით, ხოლო მეორეში ირანს თავშეკავებას სთხოვს და დაჟინებით მოითხოვს, რომ ირანმა თავშეკავებისკენ სხვა ქვეყნებს და სხვა მხარეებსაც მოუწოდოს“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

მას არ დაუკონკრეტებია, როგორ და როდის მიიღეს შეტყობინებები.

„აშშ აცხადებს, რომ ომის გაფართოებით დაინტერესებული არ არის, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჩვენა, რომ ჩართულია ღაზაში კონფლიქტის გაფართოებასა და ესკალაციაში ათასობით იარაღის გაგზავნით და სიონისტური რეჟიმის სრული მხარდაჭერით“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი მტკიცებით, ღაზაში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიცია „ფარისევლობაა“.

„5 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი, 20 000-ზე მეტი დაჭრილი და ასობით ათასი უსახლკარო, არის თუ არა ადამიანის უფლებების შედეგი, რაზეც ბატონი ბაიდენი საუბრობდა?" - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება