შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ტულია აქსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

„მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

ტულია აქსონმა, როგორც საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილს გააცნო თავისი პრიორიტეტები და გამოთქვა საქართველოს მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება