ხატია დეკანოიძე - საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს - არ ეშინია

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს - არ ეშინია,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას.

„საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს. ეს არის მისი ხისტი პოზიცია. ამბობს, რომ ნებისმიერი მუქარა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ეს არის ზემოქმედების მოხდენა სახელმწიფო ინსტიტუტზე, საქართველოს პრეზიდენტზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ დაემორჩილება - არ ეშინია. თავის სამოქმედო გეგმებზე - როგორი იქნება მისი მომავალი, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტები, გვითხრა, რომ ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ უსაუბრიათ.

„ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით; სწორ პოზიციაზეა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენი ქვეყნის აქტიურობაზე, ევროპულ მომავალზე. ვიზიტების გაგრძელებაზე მისი პასუხი იყო ის, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს, საარჩევნო კონფიგურაციებზე პრეზიდენტს არ უსაუბრია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის