„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი დენ ფრიდს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები განიხილეს.
„უმაღლესი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო - აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს” , - ნათქვამია განცხადებაში.