გიორგი ამილახვარმა 100 წარმატებული სტუდენტის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და კომპანია „გალფის‘‘ წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.

„დღეს გაიმართა 100 საუკეთესო სტუდენტისთვის სტიპენდიების გადაცემის ცერემონია, რომელიც უკვე მეორე წელია კომპანია „გალფის“ ინიციატივით ტარდება.

სწორედ სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის არსებული თანამშრომლობა არის საჯარო-კერძო პარტნიორობის სანიმუშო მაგალითი, როდესაც სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთობლივად ახორციელებენ სტუდენტებისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროგრამას. ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში – განათლებაში და უდიდესი სტიმული თითოეული სტუდენტისთვის, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს სტუდენტებს, უფრო შემართებით გააგრძელონ სწავლა და მიაღწიონ მეტ წარმატებას.

თითოეულ სტუდენტს, მათ მშობლებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პროექტებს და ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კომპანიასთან“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 100 წარმატებული პირველკურსელი, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებენ.

„გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი - ჯამში 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია „გალფის“ ინიციატივით 25-31 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ალან პარსელმა, PETROCAS ENERGY GROUP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ, GULF-ის გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ ქრამერმა და ფეხბურთელმა შოთა არველაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. მათთან პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ „გალფი“, რომელიც სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას სტუდენტებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის