დიმიტრი პესკოვი - ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საფუძველი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საფუძველი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაწყვეტამდე მისვლა, რომლის საფუძველიც პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს უზრუნველყოფა უნდა იყოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი აწარმოებს საკმაოდ რეგულარულ და ინტენსიურ დიალოგს და რეგულარულად ცვლის მოსაზრებებს ისრაელთან.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა