„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა აშშ-ში, USAID-ის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს

აშშ-ში უმაღლესი დონის ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი USAID- ის ცენტრალურ ოფისში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პროგრამების კურატორს, ალექსანდრე სოკოლოვსკს შეხვდნენ და საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი ავრცელებს“.

მათივე ცნობით, შეხვედრისას პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული სინანული „ქართული ოცნების“ მიერ USAID-ის პროგრამებზე თავდასხმების გამო გამოითქვა და აღინიშნა, რომ ქართველი ხალხის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის არჩევნებს დაეთმო და მზაობა გრძელვადიანი დამკვირვებლების საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით გამოითქვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება