შალვა პაპუაშვილი - ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში - ეს არის გამოწვევა საქართველოსთვის, რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის

მიმდინარე წელს, საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას ყველაზე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მათ შორის, ერთ-ერთი ამ ფორმატის დამსახურებაა, ეს ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) სესიაზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიის მონაწილე ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას.

,,ერთი მხრივ, მინდა კოლეგებს მადლობა გადავუხადო და მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ. ამას გარდა, საუბარი მექნება იმ გამოწვევებზე, რაც დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, როცა რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით, შეუძლია ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას ქვეყანასა და რეგიონში. ასევე, საუბარი მექნება იმ
შიდა გამოწვევებზე, რაც ბევრ ქვეყანას გააჩნია - ეს არის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ვისაუბრებ, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე. პარლამენტი, რაც უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება, უფრო მეტად შეეძლება დეზინფორმაციას გაუმკლავდეს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის