შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასამბლეის სხდომა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ასამბლეას 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი ესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასამბლეის სხდომაზე დაგეგმილია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტის არჩევა.

„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ასამბლეის ფარგლებში ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება