ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მოქალაქეობის მქონე ორი ბავშვი ემსხვერპლა

ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მოქალაქეობის მქონე ორი ბავშვი ემსხვერპლა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ადასტურებს.

„ვუსამძიმრებთ მშობლებს. ქალაქ რამალაში უკრაინის წარმომადგენლობა ტრაგედიის ყველა გარემოებას იძიებს და გარდაცვლილების ნათესავებთან კონტაქტზეა“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

ნიკოლენკოს ინფორმაციით, დაღუპული უკრაინელი ბავშვების ასაკი ექვსი და ცხრა წელია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა