შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის უპატივცემულობის პანდორას ყუთი

ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად რა თანამდებობას იკავებს, ქვეყნის მიმართ პატივისცემას გამოხატავს მისი მხრიდან­ კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს, ვალდებულია, ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს.

„როცა ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც არჩეული იყო საქართველოს პრეზიდენტად და რომლის ფიციც იწყება იმით, რომ კონსტიტუციას დაიცავს და ვნახეთ, რომ მან დადასტურებულად საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც იმედი არ მაქვს გადაწურული, მაგრამ როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ ის აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ იყოს სისტემური. მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია არის აბსოლუტურად უპატივცემულო. ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნასაც არავის ვუსურვებ. მის მრჩევლებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი - კონსტიტუციის უპატივცემულობის,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება