ნიკო კვარაცხელიას დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას „კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს“

თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც „ჩამიდეთ“ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი, - ასე მიმართავს ქართული სოციალური ქსელის feedc-ის დამფუძნებლის, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

იზა ომაძე ფიქრობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას „კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს“.

„მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის საქართველოს პროკურატურა, ვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს?! მე დედამ - იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი! მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით, რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა! რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი, უფალი კი, ვიცი, რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა. თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ? მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად?

P.S. მეგობრებო ნიკოს სურათს ჩემს გვერდზე ყოველთვის ვაზიარებ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სურათებს, ეს ვიდეო რგოლი განსაკუთრებით მიყვარს იმიტომ, რომ ნამდვილი და გულუბრყვილოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენზე ამხედრებულ ნიკოს ვუყურებ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას „დარდიმანდი”, რომელიც მიქროდა მთელი სისწრაფით, რადგან იცოდა, რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდებოდა და მისი როლი მანქანებით სავსე ქალაქში სულ უფრო გაუფასურდებოდა. ამ ცხენს ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია, ის კი ვიცი, რომ ჩემმა ბიჭმაც თავის მისია კაცურად შეასრულა და გაქროლდა მარადისობისკენ, ჩვენ კი დაგვანახა არაკაცები რომ ჰყოლია ქვეყანას ( აბა, ადამიანს, კაცს მისი მკვლელობა როგორ უნდა მოსვლოდა თავში და მერე ამის დაგეგმვა ეწარმოებინა ლამის მსოფლიო მასშტაბით ჩაეთრია ახალგაზრდები!).

ნიკოს ცხენი კი, როგორც ერთმა ახლობელმა მშობლიური სოფლიდან აღნიშნა, აუცილებლად გაქროლდება თანატოლებისთვის, სწორი ღირებულებებით სწორი მიმართულებისკენ. ფრთხილადო, გვეუბნებიან ახლობლები! რისთვისღა ფრთხილად, მე უკვე სიკვდილს ვიცნობ, ის გაცილებით კარგი ვინმეა, მან ჩემი შვილი ჩაიხუტა“, - წერს იზა ომაძე “ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მათ 17-17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა