ზუგდიდში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება ირაკლი ბებუას“, „რეჟიმს ახალგაზრდები დავასრულებთ“ , „მონობას არ დავემორჩილებით“,- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდის სკეიტ პარკში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული ბებუას დაბრუნება მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მათივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე.

„დღევანდელ აქციაზე გვქონდა ორი მთავარი სათქმელი. ერთი ირაკლი ბებუას მიმართ, რომელსაც ვეუბნებით, რომ ის მარტო არ არის, გვახსოვს და ვფიქრობთ მასზე. გვინდა დაბრუნდეს თავისუფალი ჩვენი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მეორე სათქმელი არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც არაფერს აკეთებს თავისი მოქალაქის დასახმარებლად და ვეუბნებით მას, რომ მისი კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებაა, იზრუნოს მის ნებისმიერ მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის. ასევე, ვახსენებთ ხელისუფლებას, რომ მან უნდა მოიმოქმედოს ყველაფერი საკუთარი მოქალაქის დასაბრუნებლად კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება