მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯავახიშვილობა 2023“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმი, მოესმინათ მინი ლექცია, თემაზე: „ფრაგმენტები მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობიდან“.

„ეზოში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ამსახველი იმიტირებული ლიტერატურული სალონების დეკორაციები, ასევე პერფორმანსი, სპექტაკლი „მზერა მომავალში“ „კვაჭი კვაჭანტირაძისა“ და „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯავახიშვილი 1880 წლის ნოემბერში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში დაიბადა. მწერლის იუბილესთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით 2015 წლიდან აღდგა და ყოველწლიური ხასიათი მიიღო.

„ჯავახიშვილობა 2023-ს“ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება, ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს ძეგლი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება