სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის, რიგით 45-ე სესიაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი სევდია უგრეხელიძე სესიაზე სიტყვით წარსდგა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის, რიგით 45-ე სესია იმართება, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი სევდია უგრეხელიძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

უგრეხელიძემ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე ისაუბრა.

„საკითხი მდგომარეობს შემდეგში - როგორია ადგილობრივ ხელისუფლებათა როლი უკრაინისათვის ამ ურთულეს დროს? მე ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ევროპა არ უნდა შეურიგდეს ამ ომს. გვახსოვს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს შეჩერებული ხმის უფლება აღუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მან არ შეასრულა ვალდებულებები და საპასუხოდ პუტინმა დაიწყო ახალი აგრესიული ომი. ამიტომ ჩვენ, როგორც ხალხთან ყველაზე ახლოს მყოფი პოლიტიკოსები, უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, ავუხსნათ, რომ მათი პატარა ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები არაფერია უკრაინელების დაღვრილ სისხლთან, ათასობით მოკლულთან შედარებით. თუ არ სურთ იხილონ ახალი ბუჩა და მარიუპოლი, თუ არ სურთ მკვლელი აგრესორების ნახვა საკუთარ სახლებში, უარი თქვან რუსულ გაზსა და ნავთობზე, მოითხოვონ საკუთარი მთავრობებისგან უკრაინის მეტი მხარდაჭერა. აუხსენით, რომ აგრესორი არასდროს შეჩერდება თუ უკრაინამ არ გაიმარჯვა. მათთვის გაგზავნილი იარაღით კი უპირველესად იცავენ საკუთარ თავს. მჯერა, რომ ესაა საჭირო, რეალური მოქმედება ადგილობრივ დონეზე და ჩვენ ეს შეგვიძლია“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

სესიას ასევე ესწრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, რომელიც რეგიონულ კონგრესზე ხვალ სიტყვით წარდგება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება