შალვა პაპუაშვილი - აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება - ჯგუფები, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან

აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანტიპატრიოტული ქცევის შედეგია ის, რაც ოპოზიციაში ხდება.

„აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება. აგონიაა იმით, რომ ჯგუფები, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და, საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან. ეს არის შედეგი ანტიპატრიოტული ქცევის. ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება ერთი, ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება - ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება