საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები გაეცნენ

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ეტაპობრივად აცნობს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებსა და შსს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის