ილია დარჩიაშვილი - პრემიერმა დეტალურად გააცნო ევროკომისარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გავწიეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის, რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო ბატონ ევროკომისარს ჩვენი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ გასწია ბოლო პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ შესრულებული იყოს 12 პრიორიტეტი.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალისხმევა იქნება სათანადოდ შეფასებული და წარმოდგენილი ანგარიშში, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მხრიდან და რომელიც იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი იმისთვის, რომ უკვე ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება