ანტონიო გუტერეში - მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, - განაცხადა გუტერეშმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ „პალესტინელი ხალხის წყენები „ჰამასის“ შემზარავ თავდასხმებს ვერ გაამართლებს და ეს შემზარავი თავდასხმები პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას ვერ გაამართლებს“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა გაეროს გენერალური მდივნის სიტყვები გააკრიტიკა.

„ბატონო გენერალურო მდივანო, რომელ სამყაროში ცხოვრობთ? ნამდვილად, ეგ ჩვენი სამყარო არ არის”,-განაცხადა კოენმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები