შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტ მამონაენგ მოკიტიმის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-10 წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა და მამონაენგ მოკიტიმიმ ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და ლესოტოში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევები და მათი ნეგატიური გავლენა. ასევე, ისაუბრეს ცალკეულ სფეროებში, მათ შორის, სახელმწიფო სერვისები, საგადასახადო სისტემა, ანტიკორუფციული მექანიზმები, განათლება და მედიცინა, გამოცდილების გაზიარების და კავშირების განმტკიცების შესაძლებლობები.

შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება