ანონსი  25 ოქტომბერი

25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ბათუმში, საარჩევნო ადმინისტრაციების მე-11 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

ღონისძიებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რენატა ლევოვსკი გახსნიან.

მის.: ბათუმი, რუსთაველის #40 (სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“).

25 ოქტომბერს 11:00 საათზე, თბილისის მერიასთან, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე და ენმ-ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე, პარტიის წევრებთან ერთად საინფორმაციო აქციას გამართავენ.

თემა: „არა კალაძის საცობებს!”

მის: ჟიული შარტავას #7

საკ.: ანუკა გაბელია - 551 633 644

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებს მიმართავს.

მის: კოსტავას 24

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ევროპული საქართველოს ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, გიგაბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება