შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს - თქვენი სოლიდარობის შედეგად, 2023 წელს  გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული მხარდაჭერა მიიღო - გთხოვთ, ამ მხარდაჭერის გაგრძელებას

უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტები ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

„ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკეთ ვიაზრებთ მშვიდობის ფასს. ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეებს, განსაკუთრებული როლი შეგვიძლია შევასრულოთ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ღია და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, რათა ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. დემოკრატიის სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია. ინსტიტუტები იცავს ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს მმართველობის თანმიმდევრულობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე, უზრუნველყოფს პოლიტიკისა და კანონების სამართლიან და ეფექტიან აღსრულებას. აღნიშნული ინსტიტუტების გარეშე, დემოკრატია მოწყვლადი ხდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის