აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ ისრაელი-ღაზას ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
„ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ზუსტად ამის გასაკეთებლად “, - განაცხადა ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე.
შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ხუთშაბათს, რამდენიმე დღის ეწვევა.