რუსებმა ხმელნიცკზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავებულია 16 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქის შეპეტოვსკის რაიონზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის ტერიტორიაზე დაეცა, დაშავებულია 16 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეპეტოვსკის რაიონში, მტრის საჰაერო სამიზნეების ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის ტერიტორიაზე დაეცა. აფეთქების ტალღამ დააზიანა არასაცხოვრებელი ფართები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. 16-მა მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო“, - განაცხადა ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგეი ტიურინმა.

მისი თქმით, ნამსხვრევები ასევე ჩამოვარდა ხმელნიცკის რაიონში, მაგრამ ზიანი არ გამოუწვევია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 ოქტომბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 11 კამიკაძე-დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონის ჩამოგდება შეძლეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს