ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის მიმდებარედ, მდინარე დებედას კალაპოტში, მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობისა და მოსასმელი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 1 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეს, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,280 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, მოქალაქე, მდინარე რიონზე ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები, გასაბერი ნავებიდან თევზჭერისას, ასევე იყენებდნენ ელექტროშოკურ მოწყობილობებს.

უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება