ოლაფ შოლცმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მთავრობის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც არალეგალური მიგრაციის შემცირებას ისახავს მიზნად

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მთავრობის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის შემცირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შოლცმა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერ, ფრიდრიხ მერცს წერილი მისწერა, რომელშიც მერცს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭიროს არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით შეთავაზებულ ზომებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფედერალურმა მთავრობამ, ფედერალურ მხარეთა მთავრობებმა და ოპოზიციამ ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიონ, რათა გერმანიაში არალეგალური მიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - წერს შოლცი.

წერილში შოლცმა ხაზი გაუსვა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოორდინაციის აუცილებლობას, რადგან მთავრობას სურს, რომ 6 ნოემბერს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიოს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა