ანრი ოხანაშვილი - სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან, თუ როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები

სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული საკითხები პარტნიორების მხრიდან, თუ როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.

„ქალბატონ სამნიძის აღიარებამდე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული საკითხები პარტნიორების მხრიდან, თუ როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ამას ბევრად ადრე ვამბობდით. კარგია, როდესაც ეს კიდევ ერთხელ აღიარებით სახეს იღებს კონკრეტული დეპუტატების მიერ“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება