აშშ-ის რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას წარადგენს

აშშ-ის რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯონსონი რესპუბლიკურმა პარტიამ სპიკერის კანდიდატად მას შემდეგ აირჩია, რაც მინესოტას შტატის წარმომადგენელმა, ტომ ემერიმ კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა.

ცნობისთვის, მაიკ ჯონსონი ლუიზიანას წარმოადგენს და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

ჯერჯერობით უცნობია, დააგროვებს თუ არა იგი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციის დასაკავებლად საჭირო 217 ხმას.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით