დედაქალაქის მერიასთან აქცია - „არა კალაძის საცობებს“ გაიმართა

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია - „არა კალაძის საცობებს“ გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „დედაქალაქში პრაქტიკულად არ დარჩა არცერთი რაიონი, ქუჩა და უბანი, სადაც ნორმალურად გადაადგილებაა შესაძლებელი“.

მისივე თქმით, თბილისის მერმა ვერ ან არ განახორციელა საჭირო სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, იმისთვის, რომ საცობების პრობლემა მოგვარებულიყო.

„დედაქალაქში პრაქტიკულად არ დარჩა არცერთი რაიონი, ქუჩა და უბანი, სადაც ნორმალურად გადაადგილებაა შესაძლებელი. თბილისი იხრჩობა კალაძის საცობებში და ის, რომ ასეთი მწვავე მდგომარეობა გვაქვს კალაძის დამსახურებაა. მან ან არ და ან ვერ განახორციელა ის საჭირო სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საცობების განტვირთვისთვისაა საჭირო. ან რაც განახორციელა, სიტუაცია მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო დამძიმდა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მერიასთან გამართულ აქციაზე კომენტარი ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ „კალაძის საცობებზე“ თბილისის მერია პასუხისმგებელი.

„კალაძის საცობებზე პასუხისმგებელია თბილისის დღევანდელი მერი და ეს ყველაფერი რომ დამთავრდე, უნდა დასრულდეს კორუფცია და უნდა დასრულდეს კალაძის მავნებლობა ამ ქალაქში, რაც თავის მხრივ შეუძლებელია ცვლილებების და „რუსული ოცნების“ გაშვების გარეშე. არა კალაძის საცობებს და არა სატრანსპორტო კოლაფსს!“, - აღნიშნა კაპანაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში