„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 13:30 საათზე დაასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დიღმის მასივში, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 13:30 საათზე დაასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდგენითი სამუშოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშოების დრო გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ სამუშოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა