„ნაციონალური მოძრაობა“ - დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობას - ნაცვლად ბნელი კაბინეტებისა ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდება მოსახლეობასთან ფართო განხილვების საფუძველზე

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ არეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ჩართულობით, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა მოხდება.

როგორც მათ, უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ბიუჯეტი რეგიონის მთავარ გამოწვებს უნდა დაეყრდნოს.

„ჩვენ დღეს დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობასა და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას: ნაცვლად ბნელი კაბინეტებისა ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდება მოსახლეობასთან ფართო განხილვების საფუძველზე, ბიუჯეტის განხილვა ყველა მუნიციპალიტეტში სავალდებულო ხდება გაუმჭვირვალე შტატგარეშე მოსამსახურეთა მიღების პროცესი, გამოვლინდა რომ კორუფციული გარიგებებით ხდება თანამშრომელთა ფიქტიური მიღება და თანხები მიედინება ხელმძღვანელების ჯიბეებში, ამიტომ ახალი კანონით ბიუჯეტში უნდა აისახოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი მიღება გამჭვირვალე გახდება. როცა რეგიონში არის სიღარიბე და ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი პრიორიტეტების დოკუმენტში ახალი კანონით სავალდებულო ხდება პრიორიტეტები შემუშავდეს მოსახლეობასთან ერთად და დაეყრდნოს რეგიონის მთავარ გამოწვევებს; ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოიცავს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს, ახალი კანონი ითვალისწინებს პროგრამების შეფასების ინდიკატორების მიხედვით შედეგების გაზომვას და ანგარიშის წარმოდგენას 2024 წლიდან სავალდებულო ხდება გენდერული ბიუჯეტის შემუშავება”, - აღნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო