კახა კალაძე - ხაბეიშვილი დაუპირისპირდა მელიას და მერაბიშვილ-კეზერაშვილის დახმარებით პარტიის თავმჯდომარეობიდან გააგდო - ახლა გაბოროტებული მელია ებრძვის ხაბეიშვილსა და მერაბიშვილს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა - ხაბეიშვილი დაუპირისპირდა მელიას და მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დახმარებით პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო - დღეს კი მელია გაბოროტებულია და ებრძვის ხაბეიშვილსა და მერაბიშვილს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის საინტერესო არაა, რადგან სხვა გამოწვევებია.

„დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა, ყველამ ვიცით, როდის და საიდან დაიწყო. ხაბეიშვილი დაუპირისპირდა მელიას და მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დახმარებით გამოაგდო პარტიის თავმჯდომარეობიდან. ეს პროცესი გრძელდება, ეს არის მათი პირადი დაპირისპირება. დღეს მელია გაბოროტებულია და ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს. აქვთ დაპირისპირება, რაც საჯაროა და მგონი, ყველაფერი სააშკარაოზეა. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ურთიერთობა ექნებათ ხაბეიშვილს და მელიას და რა მდგომარეობა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღეს სხვა გამოწვევებია. სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომელიც ხელისუფლებას აწუხებს. უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც არსებობს.

არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მელია. ისიც ითქვა, რომ გაგდებას უპირებენ, შემდეგ მელია გამოვიდა და განცხადება გააკეთა, რომ წასვლას აპირებდა. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე. ეს ჩვენი გუნდისთვის საინტერესო არაა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება