ირაკლი კობახიძე მელიაზე - თავმოყვარეობის საკითხია - რატომ უნდა გინდოდეს მაინცდამაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები?!

თავმოყვარეობის საკითხია... რატომ უნდა გინდოდეს მაინცდამაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები?!- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და კიდევ უფრო იშლება.

„მელიას უნდა, რომ მაინცდამაინც გარიცხონ პარტიიდან. თავმოყვარეობის საკითხია, ბუნებრივია, რატომ უნდა გინდოდეს მაინცდამაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები. ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება. ეს არის კარგი იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ახალი საარჩევნო სუბიექტების სავარაუდო შექმნას, კობახიძის თქმით, 2-3%-იანი სუბიექტების შექმნა ოპოზიციის მხარეს, „ოცნების“ საარჩევნო პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ყველაფერს დრო გამოაჩენს, კარგი ისაა, რომ იქმნება ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი, შესაბამისად ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს საარჩევნო პოზიციებს. კარგია ასეთი ტენდენცია, როგორც მიდის პროცესები.

2-3%-იანი სუბიექტების შექმნა ოპოზიციის მხარეს კარგია. რაც მეტი ხმა დაეკარგება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მით უფრო გაძლიერდება ჩვენი საარჩევნო პოზიციები“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება