მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია დავასახელოთ ვის აქვს სიმწვავე განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - იქნებ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის ამ საქმიანობით დაკავებული

შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა, „ლელო“ და ნიკა გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. ეს სამი სუბიექტია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამაზე წელიწადზე მეტია „ქართული ოცნება“ საუბრობს.

„გვეკამათებიან, როგორ გავბედეთ და როგორ ვიკადრეთ იმის თქმა და ფიქრი, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერი როგორ ეხვეწება საელჩოების, პარტნიორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ან თუ მიიღებს, ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ, გადავადდეს ეს თემა. ამ მავნებლობით არიან დაკავებულები და უკვე გასკდა ეს ამბავი იმ ადამიანების შიგნით, ვინც ამით იყვნენ დაკავებულები. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე ამ განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა, „ლელო“ და ნიკა გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. ეს სამი სუბიექტია. მე დავაზუსტე ახლა, სამნიძის და დეკანოიძის ინფორმაცია. არ ვიცი, გაუჭირდებათ თუ არა ამის აღიარება კონკრეტიკის დონეზე, მაგრამ თუ გნებავთ ჰკითხეთ, იქნებ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული. ისე, ერთმანეთს არავინ ჩამოუვარდება, მაგრამ უფრო მეტად ვინ არის გამორჩეული ხვეწნა-მუდარით ევროპელი პარტნიორების მიმართ [ჩანს]“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო