მომხმარებლებს SABA Reader-ისგან განახლებული პაკეტები ელოდებათ

„თიბისი“ SABA Reader-თან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან ბესტსელერს აერთიანებს. 2023 წელს აპლიკაციამ ასევე დაამატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება.

„SABA Reader-ის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა მკითხველებმა 2019 წლიდან დაიწყეს. მას შემდეგ აპლიკაციას ათასობით ახალი წიგნი და მკითხველი შემოუერთდა. გასული 4 წლის განმავლობაში „საბა” მკითხველებს სამი პაკეტის სამ სხვადასხვა ვადას სთავაზობდა, ამ პაკეტების ნაწილი კი მკითხველს მხოლოდ ელექტრონულ წიგნებზე აძლევდა წვდომას. მათ არ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ ხმოვანი წიგნების ასორტიმენტით. დროსთან ერთად აპლიკაციის კონტენტი გაიზარდა, განსაკუთრებით იმატა ხმოვანი წიგნებით დაინტერესებამ. დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან ბესტსელერს აერთიანებს. 2023 წელს აპლიკაციამ ასევე დაამატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება.

ხმოვან წიგნებზე დიდი მოთხოვნის გამო “საბას” გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება განეახლებინა აპლიკაციის პაკეტები, გაეთვალისწინებინა მკითხველის სურვილები, მათთვის არჩევანი გაემარტივებინა.

რა პაკეტებს გთავაზობს განახლებული SABA Reader-ი?

განახლებული პაკეტები 2 სხვადასხვა შეთავაზებას მოიცავს:

კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი - 6.99 ლარი

პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი - 12.99 ლარი

ას მოიცავს თითოეული პაკეტი?

კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი:

  • 14 დღიანი საცდელი ვერსია
  • წვდომა ყველა ელექტრონულ წიგნზე
  • წვდომა ყველა ხმოვან წიგნზე
  • ერთდროულად 2 წიგნი
  • ჯამური კითხვის დრო
  • გადაბმულად კითხვის დღეები

გარდა იმისა, რომ აღნიშნული პაკეტის წინა ვერსიისგან განსხვავებით გაორმაგებულია წიგნების კვოტა, ასევე, განახლებული პაკეტის მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი წიგნების სრულ ასორტიმენტზე წვდომასაც. “სამური კითხვის დრო” და “გადაბმული კითხვის დღეები” კი დაეხმარება მკითხველს თვალი ადევნოს პირად სტატისტიკას და შეეცადოს კითხვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.

პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი:

14 დღიანი საცდელი ვერსია

წვდომა ყველა ელექტრონულ წიგნზე

წვდომა ყველა ხმოვან წიგნზე

ერთდროულად 4 წიგნი

ჯამური კითხვის დრო

გადაბმულად კითხვის დღეები

სწრაფი კითხვა

კომენტარების სინქრონიზაცია

განახლებულ პრემიუმპაკეტში კი მკითხველებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ როგორც სწრაფი კითხვის ფუნქციონალი, ასევე, კომენტარების სინქრონიზაციის/შენახვის ახალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა.

ა ვადითაა შესაძლებელი პაკეტის შეძენა?

პაკეტები 1 თვისან 1 წლისვადითშეგიძლიათშეიძინოთ. 1 წლითპაკეტისშეძენისასკიაპლიკაცია ავტომატურად გაგიკეთებთ -25%-იან ფასდაკლებას.

ინ ისარგებლებს განახლებული პაკეტებით?

განახლებული პაკეტებით ნებისმიერი მკითხველი შეძლებს სარგებლობას, თუმცა SABA Reader-ის ამჟამინდელ გამომწერებს პაკეტები გაუუმჯობესდებათ წინა პაკეტების ღირებულებით, ისინი ახალი ფასებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ სარგებლობას, როცა მათ ამჟამინდელ პაკეტს ვადა ამოეწურება.

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, საბას აპლიკაციით სარგებლობისას დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო: https://www.facebook.com/saba.com.ge/

მანამდე კი გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader, დაიწყე უფასო 14 დღიანი საცდელი ვერსიით სარგებლობა და შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი: https://sabamobile.app.link/Iwvb9pC6Zdb“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის