ჰონგ-კონგი 2024 წელს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს მიიღებს

ჰონგ-კონგი 2024 წელს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს მიიღებს, - ამის შესახებ ჰონგ-კონგის მეთაურმა ჯონ ლიმ განაცხადა.

„მთავრობა ეფექტურ საკანონმდებლო ვარიანტებზე მუშაობას აგრძელებს, რათა 2024 წელს ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა შესრულდეს“, - განაცხადა ლიმ.

პოლიტიკურ მიმართვაში, პეკინის მიერ დანიშნულმა ლიდერმა ისაუბრა ჰონგ-კონგის ეკონომიკის აღდგენის გზებსა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ბრძოლის მეთოდებზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჰონგ-კონგში მეტი თავისუფლებისა და ავტონომიის მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რის შემდეგაც ჩინეთმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა. ლიმ, რომელიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მისი როლის გამო აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა