ლევან ჟორჟოლიანი - საქართველოს აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართულ დებატებში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დებატები გაიმართა თემაზე - რეგიონების როლი ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად, ევროკავშირის ენერგო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.

„როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს მისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად.

გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, როგორც ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან ასევე ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას, რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას. რუსეთი არ არის საქართველოს ენერგო მომარაგების მთავარი წყარო“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საქართველო - რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი ერთ-ერთი წამყვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში.

„ეს ასევე არის პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოს პრიორიტეტულად სურს, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მიზანშეწონილობის კვლევა დაიწყო 2022 წლის 11 მაისს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. აღნიშნული კაბელი არამხოლოდ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირებას ახდენს და ამცირებს მიწოდებასთან დაკავშირებულ რისკს, არამედ ასევე, აქვს დიდი პოტენციალი საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის გენერირებისთვის. მიზანია ქვეყანაში განახლებადი ენერგო რესურსების მაქსიმალურად გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, და იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება სუფთა ენერგიის ჭარბად წარმოებას, ქვეყანა შეძლებს ევროკავშირში მის ექსპორტირებას აღნიშნული წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ახალი ინიციატივა განახლებადი ენერგიის წარმოებაზე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ კუთხით საქართველოს რეგიონების განვითარებაში.

ეს პროექტი სასარგებლო იქნება როგორც მთლიანად ევროპისთვის, რომ გავზარდოთ ენერგო დამოუკიდებლობა, ასევე, სუფთა ენერგიის გამოყენებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, რომლის გამანადგურებელ შედეგებს ყოველდღიურად ვგრძნობთ“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა