თეონა ჭალიძე - „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებო, პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში „ოვერდრაფტს“ თქვენი ბონუსების სანაცვლოდ

„ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებო მოგმართავთ, რომ პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში ისეთ საბანკო პროდუქტს, როგორიც „ოვერდრაფტია“, რომლის პირობებიც მათთვის არ იქნება ნათელი და გასაგები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებისთვისა და შშმ პირებისთვის არაინფორმირებული თანხმობით „ოვერდრაფტის“ გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები ბონუსების სანაცვლოდ პენსიონერებისთვის „ოვერდრაფტებს“ გასცემენ, რაც პენსიონერებს აზარალებთ.

„ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებო, განსაკუთრებით ოპერატორებო, იურისტებო, პენსიონერებზე არაინფორმირებული თანხმობის საფუძველზე რომ გასცემთ საბანკო პროდუქტს, როგორიცაა „ოვერდრაფტი“, ამის სანაცვლოდ თქვენ იღებთ ბონუსებს, კეთილდღეობას, ხოლო პენსიონერებს აზარალებთ, იმიტომ, რომ მათ არ იციან, თუ რას მოიცავს და რა პირობებით არის ეს ოვერდრაფტი გაცემული.

წლების განმავლობაში ჰგონიათ, რომ იხდიან სტანდარტულ სესხს, ჰგონიათ, რომ ყოველთვიურად ეჭრებათ, როგორც პროცენტი, ასევე იფარება ძირი თანხა, სინამდვილეში კი თურმე სულ პროცენტში მიდის მათ მიერ მოჭრილი თანხა. ეს არის მინიმუმ არაკეთილსინდისიერება, რომელიც არ არის შესაფერისი არანაირი სამსახურის წარმომადგენლისთვის, ამიტომაც მოგმართავთ, რომ პენსიონერებს ნუ შეაჩეჩებთ ხელში ისეთ საბანკო პროდუქტს, როგორიც „ოვერდრაფტია“, რომლის პირობებიც მათთვის არ იქნება ნათელი და გასაგები“, - განაცხადა ჭალიძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის