„ვივამედის“ დირექტორის ინფორმაციით, დიდ დიღომში, გზის დათმობის საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაჭრილი 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა, მას ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია და ამბულატორიული მკურნალობისთვის დღესვე გაეწერება.

„28 წლის მამაკაცი ჩვენთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი. ის კონსულტირებული იქნა ქირურგის მიერ, მარცხენა ქვემო კიდურის ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება, პირველადი ქირურგიული დამუშავება ჩატარდა, ჭრილობის არსებობის გამო, იმუნიზაცია გაკეთდა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერება. ქირურგიული ჩარევა ჭრილობის დამუშავების კუთხით დასჭირდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია. უცნობია, დააკავეს თუ არა, პირი, რომელმაც მამაკაცს დანა დაარტყა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი