რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ფინანსურ პრობლემებზე გავრცელებულ ინფორმაციას „უაპელაციო სიცრუეს“ უწოდებს

საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი მედიაში რაგბის კავშირში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე გავრცელებულ ინფორმაციას „უაპელაციო სიცრუეს“ უწოდებს.

როგორც გოგებაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, „არასდროს ქართული რაგბი ფინანსურად ისეთი სტაბილური არ ყოფილა, როგორიც დღეს“.

„შეეშვით სიცრუის ტირაჟირებას და ქართული რაგბის წინააღმდეგ ინტერნეტ-სივრცეში ცილისწამების კამპანიებს, რომლის ბოლო გამოვლინება დღეს „ლიდერ-სპორტისა“ და სხვა საინფორმაციო წყაროების მიერ რაგბის კავშირში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე გავრცელებული უაპელაციო სიცრუე გახდა. არასდროს ქართული რაგბი ფინანსურად ისეთი სტაბილური არ ყოფილა, როგორიც დღეს; ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა რაგბის განვითარებას, რომელიც უკვე მომავალი წლიდან მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით სრულიად ახალი განვითარების ეტაპს იწყებს, და დუბაის ტურნირზე უარიც სწორედ ამ მიზეზით ითქვა. ამ გადაწყვეტილების მიღება ქალთა ნაკრების პერსონალსა და სპორტულ დირექტორთან ერთად მოხდა, მათი პოზიცია იყო, რომ ეს კონკრეტული ტურნირი ამ ეტაპზე არანაირ სპორტულ მიზნობრიობას არ შეიცავდა. აქვე დავძენ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მოწინავე ორგანიზაციაა ქალთა სპორტის გაძლიერებისა და განვითარების მხარდაჭერის კუთხით.

დაბეჯითებით ვთხოვ ქართულ საინფორმაციო წყაროებს, შეწყვიტონ სიცრუის გავრცელება, პატივი სცენ პროფესიულ სტანდარტებს, დაიცვან ეთიკის ნორმები და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მისი სისწორე – საქართველოს რაგბის კავშირი მუდმივად მზად არის ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაწოდებლად“,- ნათქვამია თორნიკე გოგებაშვილის განცხადებაში, რომელსაც რაგბის კავშრირი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება