საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის თანამსრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ჩართულობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობისათვის შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის, თანამშრომლობა უწყვეტი რეჟიმის ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უფრო განამტკიცებს.

„ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია საქართველოს ამ ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებზე ზრუნვა. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს დევნილი სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის ხელშეწყობა, რასაც, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური დატვირთვით ახორციელებს. უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ მოამზადა უფროსკლასელი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი კურსი. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ონლაინ პლატფორმა, რომელიც STEM განათლების ხარისხის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს არის საგნების უფასო სწავლების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ პროექტში ჩართულია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტების გვერდით დგას, მათ მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, სადაც მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ დევნილი ახალგაზრდები. უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალგაზრდები ჩართოს თვითშემოქმედებით კოლექტივებში, სპოტრულ გუნდებში. მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის გამყარება, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენთვის, მემორანდუმის ხელმომწერებისთვის მთავარია, მიზნების პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება. აფხაზეთის მთავრობის მეთაურთან საუბრისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, მისი ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი. ჩვენ მზად ვართ უფრო დატვირთული და შემოქმედებითი გრაფიკისთვის. სასიამოვნოა, რომ ასევე მზადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ მეტად კეთილშობილური იდეის განხორციელებაში“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

სტუ-ის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე