თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ეხმიანება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 2022 წელს თსსუ - ის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში უნივერსიტეტზე არასწორ წარმოდგენას ქმნის. საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, ვაცხადებთ შემდეგს:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, თსსუ - ის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, 2022 წელს გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე გააფორმა ხელშეკრულებები საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან (შპს „ელვა“-ს ფილიალი ქ. თბილისში, საქართველო). ორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიამ შეასრულა სრულად, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადების დარღვევით, რის გამოც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, მესამე ხელშეკრულება კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შეწყვიტა სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო, რის შედეგადაც კომპანია კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და თსსუ - ის ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში მოუწია 58 580 ლარის გადახდა (რაც შპს „ელვა“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტს შეადგენს).

თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მითითებული პოზიციის გათვალისწინებით კომპანიის შერჩევა-შეფასება გამოიწვევდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ დარღვევას.

ბოლოს, გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შესყიდვებს ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ სრული და განუხრელი დაცვით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები