შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია, შეფასდება და დაფასდება

მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო. ბოლო პერიოდში, ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებით გატარდა, ინიციირებული იქნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ბორელის ყოფნის დროს რომელი საკითხების ცვლილებებზეც იყო საუბარი, განხორციელდა. ამიტომ მოლოდინი კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიურია.

,,მათ შორის, შინაარსობრივად იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გავითვალისწინეთ. ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იყო და აქედან გამომდინარე, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველა ის საკითხი, რაზეც საუბარი იყო საქართველოში ბორელის ყოფნის დროს, კეთილსინდისიერად ვუპასუხეთ და ცვლილებები განვახორციელეთ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწადნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება